Accessibility links

logo-print

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო


პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ლიდერები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას იწყებენ.

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ლიდერები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას იწყებენ.
როგორც დღეს საღამოს აქციის მონაწილეებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა, სამშაბათიდან პარლამენტის ფოიეში ნაცმოძრაობისა და "ბურჯანაძე-დემოკრატების" ყველა ლიდერი, რომელიც პარლამენტის 1999 წლის მოწვევის დეპუტატია, უვადო შიმშილობას დაიწყებს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით. პარლამენტის შენობასთან კვლავაც გრძელდება ოპოზიციის მრავალათასიანი აქცია, რომლის მონაწილეები 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებას აპროტესტებენ და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომას მოითხოვენ. გუშინ საღამოს უშედეგოდ დასრულდა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მოლაპარაკება ოპოზიციის ლიდერებთან: მიხეილ სააკაშვილთან, ნინო ბურჯანაძესა და ზურაბ ჟვანიასთან.
XS
SM
MD
LG