Accessibility links

logo-print

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აბდულა


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აბდულა გიულის განცხადებით, ჩრდილოეთ ერაყში მოხდა შეტაკებები,

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აბდულა გიულის განცხადებით, ჩრდილოეთ ერაყში მოხდა შეტაკებები,
ერთი მხრივ, ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებსა და ერაყელი ქურთების ძალებსა და, მეორე მხრივ, თურქეთში მცხოვრები ქურთებისგან შემდგარი ქურთისტანის მუშათა პარტიის რაზმებს შორის. აშშ-ის სარდლობის ცნობით, თურქეთ-ერაყის საზღვართან მომხდარ შეტაკებაში ერთი ერაყელი მესაზღვრე დაიღუპა, ხოლო კიდევ 13 დაიჭრა. გასულ პარასკევს თურქეთმა გადასინჯა თავისი უწინდელი გადაწყვეტილება ერაყში ჯარის გაგზავნის შესახებ. ამის წინააღმდეგი იყო ერაყის მმართველი საბჭოს რამდენიმე წევრი. აშშ-ის სარდლობის მონაცემებით, გუშინ ერაყში კიდევ ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. 1 მაისიდან მოყოლებული, როცა ვაშინგტონმა ერაყში მსხვილმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დამთავრებულად გამოაცხადა, იქ უკვე 150 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
XS
SM
MD
LG