Accessibility links

logo-print

ბაღდადში დღეს აფეთქებათა სერიამ შეარყია


ბაღდადში დღეს აფეთქებათა სერიამ შეარყია არეალი, სადაც აშშ-ის ადმინისტრაციის შტაბბინის შენობებია განთავსებული. კორესპონდენტები იუწყებიან, რომ სროლა ნაღმტყორცნიდან უნდა ყოფილიყო.

ბაღდადში დღეს აფეთქებათა სერიამ შეარყია არეალი, სადაც აშშ-ის ადმინისტრაციის შტაბბინის შენობებია განთავსებული. კორესპონდენტები იუწყებიან, რომ სროლა ნაღმტყორცნიდან უნდა ყოფილიყო.
ამ დროს ვაშინგტონში ჩავიდა ადმინისტრაციის მეთაური პოლ ბრემერი, რომელიც უმაღლესი რანგის ოფიციალურ პირებს ხვდებ. ამ შეხვედრას აფასებენ, როგორც გადაწყვეტილების მიღების შეხვედრას. ერაყში აშშ-ის ჯარის მეთაურმა რიჩარდ სანჩესმა განაცხადა, რომ დაპატიმრებულია არაერთი ადამინი, რომლებიც "ალ ყაიდასთან" კავშირში არიან ეჭვმიტანილი.
[სანჩესის ხმა] "საერთო რიცხვი იმ პირებისა, რომლებიც დაჭერილი გვყავს, არის 5000, ისინი "ალ ყაიდასთან" უნდა იყვნენ კავშირში, ამის დადგენას ვაწარმოებთ". სანჩესისვე თანახმად, ერაყში ჩადიან უცხოელი მეომრები იემენიდან, სირიიდან, ეგვიპტიდან და სუდანიდან. გენერლის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გასულ კვირაში ჩამოგდებულ "ბლეკჰოკის" ტიპის შვეულმფრენს, რომელშიც 6 ჯარისაცი დაიღუპა, რაკეტა მოხვდა.
დღესვე აფეთქებები მოხდა სამხრეთის ქალაქ ბასრაში.
XS
SM
MD
LG