Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს თეთრ სახლში გამართა თათბირი, რომელზეც განიხილებოდა ერაყში ხელისუფლების თავად ერაყელებისთვის გადაცემის გზები.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს თეთრ სახლში გამართა თათბირი, რომელზეც განიხილებოდა ერაყში ხელისუფლების თავად ერაყელებისთვის გადაცემის გზები.
თათბირში მონაწილეობა მიიღო ერაყის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პოლ ბრემერმა, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა, სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა კონდოლიზა რაისმა. როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში იზრდება ერაყის მმართველი საბჭოს მიმართ უკმაყოფილება. კერძოდ, იმის გამო, რომ ახალი კონსტიტუციის მომზადებაში არ არის წინსვლა. საბჭოს თავმჯდომარე, ჯალალ თალაბანი დღეს გამოვიდა მოწოდებით, კონსტიტუციის მიღებამდე რაც შეიძლება სწრაფად შეიქმნას ერაყის მთავრობა. საბჭოს წევრმა ადნან პაჩაჩიმ ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში თქვა, რომ ახალი მთავრობის შექმნის შემთხვევაში მას გადაეცემა ყველა სახელისუფლებო უფლებამოსილება. [პაჩაჩის ხმა] "ეს ამერიკულ-ბრიტანული დროებითი ადმინისტრაციის დასასრულს ნიშნავს. გაეროს 1511-ე რეზოლუციის ძალით, ერაყის წარმომადგენლობითი, საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის შექმნის შემდეგ - სულ ერთია, დროებითი იქნება იგი თუ არა - კოალიციის ადმინისტრაცია უფლებამოსილებებს გადასცემს ერაყის ახალ კაბინეტს."
XS
SM
MD
LG