Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ ცოტა 17 იტალიელი სამხედრო


სულ ცოტა 17 იტალიელი სამხედრო მოსამსახურე და 8 ერაყელი დაიღუპა დღეს ქალაქ ენ-ნასირიის მახლობლად იტალიის ჯარების სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად.

სულ ცოტა 17 იტალიელი სამხედრო მოსამსახურე და 8 ერაყელი დაიღუპა დღეს ქალაქ ენ-ნასირიის მახლობლად იტალიის ჯარების სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად.
შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცნობით, დანაღმულმა სატვირთო მანქანამ შეანგრია იტალიელთა შტაბ-ბინის ჭიშკარი და აფეთქდა. ამის შედეგად მოხდა ასაფეთქებელი მასალის დეტონაცია, რომელიც ბაზის ტერიტორიაზე ინახებოდა. იტალიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტერაქტი არ აიძულებს იტალიის ჯარს, დატოვოს ერაყი. [ჩამპის ხმა] "გაეროს შემადგენლობაში და ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ჩვენ კვლავაც შევასრულებთ ჩვენს როლს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში" - თქვა იტალის პრეზიდენტმა აძელიო ჩამპიმ.
XS
SM
MD
LG