Accessibility links

logo-print

პალესტინის ავტონომიის პარლამენტმა დაამტკიცა ახალი


პალესტინის ავტონომიის პარლამენტმა დაამტკიცა ახალი მთავრობის შემადგენლობა პრემიერ-მინისტრ აჰმედ ყორეის თავმჯდომარეობით.

პალესტინის ავტონომიის პარლამენტმა დაამტკიცა ახალი მთავრობის შემადგენლობა პრემიერ-მინისტრ აჰმედ ყორეის თავმჯდომარეობით.
პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას ყორეიმ თავისი კაბინეტის მიზნებს შორის დაასახელა ისრაელთან დაზავება და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება. ყორეი გამოვიდა წინადადებით, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართოს ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო დარეგულირების თაობაზე. ისრაელმა განაცხადა, რომ ცნობს პალესტინის ავტონომიის ახალ მთავრობას, თუკი იგი გამოიჩენს რადიკალურ დაჯგუფებებთან ბრძოლის მზადყოფნას.
XS
SM
MD
LG