Accessibility links

logo-print

სასამართლომ ბრიტანეთში უარყო მოთხოვნა ჩეჩნების


სასამართლომ ბრიტანეთში უარყო მოთხოვნა ჩეჩნების წარმომადგენელ ახმედ ზაკაევის რუსეთისათვის გადაცემის შესახებ.

სასამართლომ ბრიტანეთში უარყო მოთხოვნა ჩეჩნების წარმომადგენელ ახმედ ზაკაევის რუსეთისათვის გადაცემის შესახებ.
მოსამართლე ტიმოთი უორკმენის შეფასებით, რუსეთის მიზანია ზაკაევის გასამართლება მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო. უორკმენმა გამოთქვა აგრეთვე ვარაუდი, რომ ზაკაევს რუსეთში წამება ემუქრება. აი, როგორი იყო თვით ზაკაევის რეაქცია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: [ახმედ ზაკაევის ხმა] "პირველივე დღიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ არ შეიძლებოდა, სხვა გადაწყვეტილება მიეღოთ. ყველა ბრალდება გაუმართლებელი და პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ყველაფერი ფალსიფიცირებული. დამოუკიდებელი სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა". ზაკაევის ექსტრადიციის უარყოფაზე რუსეთის რეაქცია კი მეტად უარყოფითი იყო. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მოსკოვი მაინც შეეცდება, მიაღწიოს ზაკაევის ექსტრადიციას. რუსეთი ამბობს ასევე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ზიანს მიაყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობას, ისევე როგორც გლობალურ ომს ტერორიზმის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG