Accessibility links

ბუქარესტში ათასობით მასწავლებელი მონაწილეობდა დემონსტრაციაში


ბუქარესტში ათასობით მასწავლებელი მონაწილეობდა დემონსტრაციაში ხელფასების გაზრდის მოთხოვნით.

ბუქარესტში ათასობით მასწავლებელი მონაწილეობდა დემონსტრაციაში ხელფასების გაზრდის მოთხოვნით.
სკოლისა და უმაღლესი სასაწავლებლის 4 000-ზე მეტმა პედაგოგმა მოკლე ხნით გადაკეტა ქალაქის მთავარი ქუჩა.დემონსტრანტებმა მთავრობის გადადგომა და მომავალი წლის ბიუჯეტში მასწავლებლებისათვის განკუთვნილი თანხების გაზრდა მოითხოვეს. რუმინელი მასწავლებლების ხელფასი თვეში 100-დან 450-მდე დოლარია. საშუალო ხელფასი ამ ქვეყანაში 150 დოლარს შეადგენს.
დღეს დემონსტრაცია გაიმართა ბულგარეთის დედაქალაქშიც. პოლიციის ინფორმაციით, 5 000-მდე ადამიანმა გადაკეტა მთავრობის შენობისაკენ მიმავალი ქუჩები. ისინი მთავრობისაგან გადადგომას, ან სოციალ-ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG