Accessibility links

აჭარის ლიდერი, ასლან აბაშიძე დღეს


აჭარის ლიდერი, ასლან აბაშიძე დღეს საღამოს მოსკოვში გაფრინდა. "დემოკრატული აღორძინების კავშირის" წარმომადგენელმა ჯემალ გოგიტიძემ

აჭარის ლიდერი, ასლან აბაშიძე დღეს საღამოს მოსკოვში გაფრინდა. "დემოკრატული აღორძინების კავშირის" წარმომადგენელმა ჯემალ გოგიტიძემ
საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსთან" საუბარში დაადასტურა ინფორმაცია აბაშიძის მოსკოვში გამგზავრების თაობაზე, მაგრამ მას ვიზიტის მიზნები არ დაუსახელებია. მანამდე აბაშიძე ერევანსა და ბაქოს ეწვია. დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის ელჩებმა აჭარის ავტონომიის მეთაურს მიმართეს თხოვნით, პატიმრობიდან გაათავისუფლოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე, რომელიც 2 ნოემბერს დააკავეს აჭარაში საპარლამენტო არჩევნების მეთვალყურეობისას.
XS
SM
MD
LG