Accessibility links

ვაშინგტონის ადმინისტრაციამ ბოლო დროის მანძილზე


ვაშინგტონის ადმინისტრაციამ ბოლო დროის მანძილზე ყველაზე აშკარა მინიშნებით ცხადჰყო, რომ მზად არის ცვლილებები შეიტანოს გეგმაში,

ვაშინგტონის ადმინისტრაციამ ბოლო დროის მანძილზე ყველაზე აშკარა მინიშნებით ცხადჰყო, რომ მზად არის ცვლილებები შეიტანოს გეგმაში,
რომელიც ერაყში ძალაუფლების გადაცემის ვადებს ეხება. ამ ცვლილებით, როგორც ჩანს, ანგარიშს უწევენ გეგმის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას. მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში კონდოლიზა რაისმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ თეთრი სახლი აღარ მოითხოვს ერაყელების მთავრობისათვის ხელისუფლების ჩაბარებამდე ერაყის ახალი კონსტიტუციის პროექტის შექმნას. ხუთშაბათს უფრო ადრე კი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა აღნიშნა, რომ ერაყში ამერიკული სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პოლ ბრემერს დაავალა, გამონახოს გზა ერაყში მთავრობის შექმნის დასაჩქარებლად. პრეზიდენტის განცხადებით, მისი ქვეყნის სურვილია, ერაყელებმა მეტი პასუხისმგებლობა იკისრონ თავიანთი ქვეყნის მართვის საქმეში. იუწყებიან აგრეთვე, რომ იტალიის თავდაცვის მინისტრმა ანტონიო მარტინომ დაათვალიერმა იტალიელ სამხედროებზე თავდასხმის ადგილი სამხრეთ ერაყში. გარდა ამისა, მან მოინახულა ნასარიაში გუშინდელი აფეთქებისას დაჭრილი ჯარისკაცები. ამ იერიშმა 19 იტალიელისა და 9 ერაყელის სიცოცხლე შეიწირა. მარტინომ განაცხადა, რომ იტალიური კონტინგენტი ერაყში დარჩება და გამკაცრდება უშიშროების ზომები.
XS
SM
MD
LG