Accessibility links

logo-print

პარასკევს ღამით თბილისში დროებით შეწყდა


პარასკევს ღამით თბილისში დროებით შეწყდა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია. ოპოზიციის ლიდერების თანახმად, ის ორშაბათს განახლდება. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახური

პარასკევს ღამით თბილისში დროებით შეწყდა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია. ოპოზიციის ლიდერების თანახმად, ის ორშაბათს განახლდება. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახური
იტყობინება, რომ ედუარდ შევარდნაძემ და ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბრისას საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი მოსკოვში პირისპირ შეხვდა აჭარის რეგიონის ლიდერს - ასლან აბაშიძეს. ამ შეხვედრის შემდეგ გამართული ბრიფინგის სტენოგრამას ავრცელებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური, სადაც ასლან აბაშიძე აჭარის პრეზიდენტად არის მოხსენიებული. იგორ ივანოვმა ბრიფინგზე განაცხადა: "კავკასიაში ისედაც ბევრი პრობლემაა, ამიტომ რუსეთი დაინტერესებულია საქართველოში სტაბილურობით და იმით, რომ იქ ყველა საკითხი კანონის საფუძველზე, კონსტიტუციის ფარგლებში წყდებოდეს". იგორ ივანოვმა აგრეთვე აღნიშნა, რომ თუ საჭირო გახდება, რუსეთი მზად არის ე.წ. "კავკასიის ოთხეულის" ფარგლებში, რომელიც რუსეთს, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს აერთიანებს, წარმართოს კონსულტაციები. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიფინგზე არაერთხელ აღნიშნა, რომ მოვლენათა კრიტიკული განვითარების შემხვევაშიც კი რუსეთი არ ჩაერევა საქართველოს საშინაო საქმეებში, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ კრიზისიდან გამოსვლის ხელშეწყობის მიზნით რუსეთი პოლიტიკური ხერხების გამოყენებაზე უარს არ იტყვის.
XS
SM
MD
LG