Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს აზერბაიჯანში 5 ოპოზიციური გაზეთი


დღეს აზერბაიჯანში 5 ოპოზიციური გაზეთი არ გამოსულა, ოფიციალური ვერსიით ქაღალდის უქონლობის გამო.

დღეს აზერბაიჯანში 5 ოპოზიციური გაზეთი არ გამოსულა, ოფიციალური ვერსიით ქაღალდის უქონლობის გამო.
გაზეთების: აზადლიქის, იენი მუსავათის, ბაჰი ჰაბარის, ხურიეთისა და იენი ზამანის რედაქტორებმა განაცხადეს, რომ ქაღალდის უქონლობა მომიზეზებით ხელისუფლება უბრალოდ ოპოზიციური გაზეთების გაჩუმებას ცდილობს. გაზეთ ბაჰი ჰაბარის რედაქტორმა აიდინ გულიევმა განაცხადა, რომ სტამბაში, სადაც ეს გაზეთი იბეჭდება, ხელისუფლებამ გაზრახ შექმნა საგაზეთო ქაღალდის დეფიციტი. აზერბაიჯანის ახალარჩეული პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მთავრობა უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG