Accessibility links

მსოფლიო თანამეგობრობამ დაგმო სტამბოლში განხორციელებული


მსოფლიო თანამეგობრობამ დაგმო სტამბოლში განხორციელებული ტერორისტული აქტი, რომლის შედეგად

მსოფლიო თანამეგობრობამ დაგმო სტამბოლში განხორციელებული ტერორისტული აქტი, რომლის შედეგად
სულ ცოტა 23 ადამიანი იქნა მოკლული, ხოლო 250-ზე მეტი - დაიჭრა. შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მძაფრად გმობს ამ "საზარელ" ტერორისტულ თავდასხმას. სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი ტელეფონით დაუკავშირდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აბდულა გიულს და სამძიმარი და თანაგრძნობა გამოუთქვა დაღუპულთა ოჯახებს. გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა თქვა, რომ "გაოგნებულია" სტამბოლის ცენტრში, ორ სინაგოგასთან მოწყობილი აფეთქების გამო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრ იაკოვენკომ თავისი ქვეყნის სახელით ასევე დაგმო მომხდარი ტერორისტული აქტი. ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა "უგუნურება" უწოდა უადანაშაულო ადამიანებზე განხორციელებულ თავდასხმას. არაბული ლიგის გენერალურმა მდივანმა ამრ მუსამ დაგმო ეს თავდასხმა, თუმცა დასძინა: "მომხდარისთვის პასუხისმგებლობა ისრაელის პოლიტიკას აკისრიაო".
XS
SM
MD
LG