Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლის ცენტრში ორ სინაგოგასთან მომხდარი


სტამბოლის ცენტრში ორ სინაგოგასთან მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად, უკანასკნელი მონაცემებით, 23 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 250-ზე დაიჭრა.

სტამბოლის ცენტრში ორ სინაგოგასთან მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად, უკანასკნელი მონაცემებით, 23 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 250-ზე დაიჭრა.
როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იუწყება თვითმხილველთა ნათქვამზე დაყრდნობით, სინაგოგებთან, სადაც შაბათის ღვთისმსახურება მიმდინარეობდა, თითქმის ერთდროულად, ორი დანაღმული მიკროავტობუსი აფეთქდა. ჯერჯერობით არაა ცნობილი, ვის აკისრია ამ ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ერდოანმა, რომელიც კვიპროსში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, განაცხადა, რომ დანაღმული ავტომანქანების აფეთქება დისტანციური მართვის მეშვეობით მოხდა. [რეჯეპ ერდოანის ხმა]: "დაზარალებულთა რიცხვი ძალზედ დიდია. მანქანებში ჩადებული ბომბები დისტანციური მართვის მეშვეობით იქნა აფეთქებული. მიმაჩნია, რომ ამ აქციების მიზანია ვითარების დესტაბილიზაცია თურქეთში. მე მძაფრად ვგმობ ამ თავდასხმას და ყველას, ვინც მასში
მონაწილეობდა. ეს ტერაქტები კაცობრიობის წინააღმდეგაა მიმართული". ხოლო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულა გიულმა განაცხადა, რომ მომხდარი - თვითმკვლელი ტერორისტების ნახელავია. თურქეთის ხელისუფლება არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ აფეთქებები სტამბოლში, საერთაშორისო ტერორისტულმა დაჯგუფებებმა განახორციელეს.

XS
SM
MD
LG