Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი სილვან


ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი სილვან შალომი თურქეთში - სტამბოლში ჩავიდა.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი სილვან შალომი თურქეთში - სტამბოლში ჩავიდა.
ის იქ შეხვდა სინაგოგებში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ამ აქტების შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა და 240 დაშავდა. შალომი მომხდარიდან 24 საათში ჩავიდა სტამბოლში და უსაფრთხოების მხრივ დაძაბული მდგომარეობის მიუხედავად შემთხვევის ადგილები მონახულა. სინაგოგებს ეწვივნენ აგრეთვე თურქეთის პრემიერი რეჯეპ ერდოანი და საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა გიული. საერთაშორისო მასშტაბით დაიგმო სტამბოლის თავდასხმები. სხვათა შორის ტერაქტები დაგმო პალესტინელთა ლიდერმა იასირ არაფათმა. დაგმობის განცხადება გააკეთეს სირიამ, ეგვიპტემ და არაბთა ლიგამ, რომლის მათაურის ამრ მუსას აზრით, მომხდარისთვის პასუხიმგებელი ისრაელის პოლიტიკაა.
XS
SM
MD
LG