Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

17 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის შენობასთან


17 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის შენობასთან დაგეგმილი საპროტესტო მიტინგი არ ჩატარდება. ორშაბათიდან ოპოზიციური ძალები საქართველოში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ორგანიზებას გეგმავენ.

17 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის შენობასთან დაგეგმილი საპროტესტო მიტინგი არ ჩატარდება. ორშაბათიდან ოპოზიციური ძალები საქართველოში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ორგანიზებას გეგმავენ.
კვირას სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მთავარმა კომიტეტმა გაავრცელა მიმართვა საზოგადოებისადმი, რომლითაც მოუწოდებს საქართევლოს მოქალაქეებს არ მისცენ საშუალება "შევარდნაძის ჩინოვნიკებს" იმუშაონ ჩვეულ რეჟიმში. ბლოკ "ბურჯანაძე-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ 16 ნოემბერს გამართულ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ფორუმზე განაცხადა, რომ ხელისუფლება უახლოეს დღეებში აპირებს აჭარიდან სამოქალაქო ფორმაში გადაცმული პოლიციელების თბილისში ჩამოყვანას, რომლებმაც სამოქალაქო პროტესტი უნდა განასახიერონ. ზურაბ ჟვანიასავე განცხადებით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უახლოეს ორ დღეში გეგმავს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებას, რომლითაც სახელისუფლებო ბლოკი "ახალი საქართველოსთვის" და "დემოკრატიული აღორძინების კავშირი" არჩევნებში გამარჯვებულებად გამოცხადდებიან. შეგახსენებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 20 ნოემბრამდე, ანუ არჩევნების ჩატარების დღიდან 18 დღეში საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას საარჩევნო კოდექსი ავალდებულებს.
XS
SM
MD
LG