Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაიმ-ნიუსს "ეროვნული თანხმობის კავშირის" ერთ-ერთმა


პრაიმ-ნიუსს "ეროვნული თანხმობის კავშირის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნემო ბურჭულაძემ აცნობა,

პრაიმ-ნიუსს "ეროვნული თანხმობის კავშირის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნემო ბურჭულაძემ აცნობა,
რომ მათი ორგანიზაციის მხარდამჭერთა შიმშილობის აქციები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით უკვე მიმდინარეობს ზუგდიდში, ქუთაისში, ხობში, მარტვილში, წალენჯიხასა და ოზურგეთში.
მისი თქმით, მასშტაბური მიტინგები ჯერჯერობით არ იგეგმება. როგორც ნემო ბურჭულაძემ აღნიშნა, "ეროვნული თანხმობის კავშირი", რომელიც ზვიად გამსახურდიას საქის მიმდევარია, თავის პროტესტს არსებული ხელისუფლების მიმართ "ნაციონალური მოძრაობისა" და ბლოკი "ბურჯანაძე - დემოკრატებისაგან" დამოუკიდებლად გამოხატავს.
XS
SM
MD
LG