Accessibility links

logo-print

პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ოპოზიციის


პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე არარეალურს უწოდებს.

პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე არარეალურს უწოდებს.
შევარდნაძემ ორშაბათს განაცხადა, ორ-სამ დღეში ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს გამოაცხადებს და იგი კონსტიტუციის შესაბამისად დანიშნავს ახალი პარლამენტის პირველ სხდომას, სადაც პარლამენტის თავმჯდომარესა და კომიტეტების ხელმძღვანელებს აირჩევენ.
რაც შეეხება პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე კამპანიას, შევარდნაძის თქმით, პრეზიდენტის კონსტიტუციური ვადა 2005 წლის აპრილში იწურება და მანამდე იგი არ გადადგება. დღეს შევარდნაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს შეხვდა. რიჩარდ მაილსმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი თბილიში ჩავა ამ კვირაში, რათა იშუამდგომლოს შევარნაძესა და ოპოზიციას შორის.
XS
SM
MD
LG