Accessibility links

logo-print

ერაყის მმართველი გარდამავალი საბჭოს წევრმა


ერაყის მმართველი გარდამავალი საბჭოს წევრმა და ყოფილმა თავმჯდომარემ თქვა, რომ ერაყში შეირაღებული მოქალაქები შეცდებიან

ერაყის მმართველი გარდამავალი საბჭოს წევრმა და ყოფილმა თავმჯდომარემ თქვა, რომ ერაყში შეირაღებული მოქალაქები შეცდებიან
ახალი ტერორისტული აქტების მოწყობით ხელი შეუშალონ შშ-ის პროგრამას, გადაეცეს ხელისუფლება ერაყელებს. ჩალაბის თქმით, ისინი ამაში წარმატებას ვერ მიაღწევენ. ჩალაბის თქმით, 2004 წლის ივნისში გარმავალი მთავრობის შექმნის შემდეგ ოფიციალურად ერაყის ოკუპაცია დასრულდება, მაგრამ უცხოელთა ჯარი იქ დარჩება უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. თეთრმა სახლმა დღეს განაცხადა, რომ ივნისში გარდამავალი მთავრობის შექმნა არ გულისხმობს, რომ აშშ-ის არმია წავა ერაყიდან და აშშ კოალიციური ჯარის მეთუარობას უარყოფს. თეთრი სახლის წარმომადგენელმა სკოტ მაკლელანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ერაყის მმართველ საბჭოს სურს, რომ აშშ იქ დარჩეს, სანამ საქმე არ დასრულდება.
ბაღდადში დღეს ორი ამერიკელი სამხედროომოკლეს, ორი დაჭრეს. ქალაქის უმეტეს რაონებში ჩაქვრა სინათლე და მმართველების თანახმად, მის აღდგენას რამდენიმე დღე დასჭირდება. დღეს აშშ-ის ჯარისკაცებმა შეცდომით გახსნეს ცეცხლი საბაზრო მოედანზე და სამი სამოქალაქო პირი დახოცეს.

ერაყის მმართველი დრობითი ორგანოს შემადგენლობაში იტალიის წარმომადგენელი მარკო კალამაი გადადგა და ერაყში მოქმედი კოალიციის პოლიტიკის მიმართ პროტესტი გამო. მისი თქმით, მმართველი საბჭო ვერ გაართმევს თავს ეკონომიკური აღდგენის და დემოკრატიზაციის ამოცანას თავს, ამას გაეროს და ევროპის ქვეყნების აქტიური ჩარევა მოახერხებს.
XS
SM
MD
LG