Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორგანიზაცია ემნისტი ინტერნეშნალი ადამიანის უფლებათა


ორგანიზაცია ემნისტი ინტერნეშნალი ადამიანის უფლებათა მიუტევებელ დარღვევაში ადანაშაულებს უზბეკეთის ხელისუფლებას

ორგანიზაცია ემნისტი ინტერნეშნალი ადამიანის უფლებათა მიუტევებელ დარღვევაში ადანაშაულებს უზბეკეთის ხელისუფლებას
პატიმართა წამებამ უზბეკეთში სისტემატიური ხასიათი მიიღო, ხოლო სასიკვდილო განაჩენის გამოტანა რესპუბლიკაში საგულდაგულო და ყოველმხრივი გამოძიების გარეშე, თანაც არც თუ იშვიათად, საიდუმლოდ ხდება, - მიაჩნია ემნისტი ინტერნეშნალს. აი რა განაცხადა ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა ანნა სანდერ-პლასმანმა [ანნა სანდერ-პლასმანის ხმა]: "სასიკვდილო განაჩენების გამოტანისას სასამართლოს მიერ დაშვებული შეცდომების რიცხვი - აურაცხელია. სასამართლო სისტემას არაერთი სერიოზული ხარვეზი გააჩნია. წამება სისტემატიურ ხასიათს ატარებს. სასიკვდილო განაჩენების გამოტანა ნაჩქარვად, არაობიექტურად ხდება". ემნისტი ინტერნეშნალმა მძაფრად გააკრიტიკა ის ქვეყნები, რომლებიც დაკავებულ მოქალაქეებს გადასცემენ უზბეკეთს, სადაც მათ წამება და სიკვდილით დასჯა მოელის.
XS
SM
MD
LG