Accessibility links

logo-print

სამშაბათს ამერიკის ჯარმა გააფართოვა ერაყში


სამშაბათს ამერიკის ჯარმა გააფართოვა ერაყში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის მასშტაბი.

სამშაბათს ამერიკის ჯარმა გააფართოვა ერაყში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის მასშტაბი.
საბრძოლო მოქმედებებში ტანკები და ავიაცია მონაწილეობს. ავიაგამანადგურებლებმა დამხობილი რეჟიმის მომხრე მეამბოხეთა პოზიციები დაბომბეს ბაღდადის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბააქუბას შემოგარენში, ქალაქ სამარას მახლობლად, ერაყის დედაქალაქის ჩრდილოეთით. ჩრდილოეთ ერაყში, ქალაქ თიქრითის მახლობლად, ორშაბათს განხორციელებული ოპერაციის დროს 6 მეამბოხე იქნა მოკლული. სულ ამ სპეცოპერაციის მსვლელობისას ამერიკელებმა ასამდე ადამიანი დააკავეს.
XS
SM
MD
LG