Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ თავისი თანამშრომლების გაყვანა დაიწყო


გაერომ თავისი თანამშრომლების გაყვანა დაიწყო სამხრეთ და აღმოსავლეთი ავღანეთის 5 პროვინციიდან.

გაერომ თავისი თანამშრომლების გაყვანა დაიწყო სამხრეთ და აღმოსავლეთი ავღანეთის 5 პროვინციიდან.
ამგვარი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით იქნა მიღებული, რომ კვირას ღაზნის პროვინციაში თალიბებმა გაეროს ლტოლვილთა უწყების თანამშრომელი 29-წლის ბეტინა გუალარი მოკლეს. თალიბების წარმომადგენელმა "რეიტერის" სააგენტოს განუცხადა, რომ ბეტინა გუალარის ბედი მოელის ყველა უცხოელს, ვინც საქველმოქმედო მისიითაა ჩასული ავღანეთში. ეს ადამიანები - შეერთებული შტატების აგენტები არიან, - დასძინა თალიბების წარმომადგენელმა.
XS
SM
MD
LG