Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირმა განაცხადა, რომ ისრაელის


ევროპის კავშირმა განაცხადა, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაციები პალესტინელთა ტერიტორიებზე და სხვა დამსჯელი ზომები პალესტინელების წინააღმდეგ ნოყიერ ნიადაგს უქმნის ექსტრემიზმს.

ევროპის კავშირმა განაცხადა, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაციები პალესტინელთა ტერიტორიებზე და სხვა დამსჯელი ზომები პალესტინელების წინააღმდეგ ნოყიერ ნიადაგს უქმნის ექსტრემიზმს.
ერთობლივ განცხადებაში, რომელიც სამშაბათს მიიღეს ბრიუსელში ევროკავშირისა და კანდიდატი-ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოთქმული მოწოდება ისრაელისადმი - მინიმუმამდე დაიყვანოს მსხვერპლი მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან, შეწყვიტოს პალესტინელ მოიერიშეთა ხოცვა, მათი სახლების დანგრევა, აღარ სცადოს პალესტინელთა ავტონომიის ლიდერის იასირ გადაყენება და შეწყვიტოს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ეგრედ წოდებული "გამყოფი კედლის" მშენებლობა. ევროკავშირმა ტერორისტული აქტები დაგმო ამასთანავე ისრაელ მოქალაქეთა წინააღმდეგ და პალესტინელთა ავტონომიას მოუწოდა - ბოლო მოუღოს ექსტრემისტთა ძალადობას.
XS
SM
MD
LG