Accessibility links

logo-print

სერბიაში დაიშალა მმართველი რეფორმისტული კოალიცია


სერბიაში დაიშალა მმართველი რეფორმისტული კოალიცია,

სერბიაში დაიშალა მმართველი რეფორმისტული კოალიცია,
რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩის დამხობაში 2000 წელს. კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დრაგოლიუბ მიჩუნოვიჩმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ბელგრადში განაცხადა: "სერბიის დემოკრატიული კოალიციის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილებამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ წერტილი დაუსვა კოალიციის არსებობას; კოალიციისა, რომელიც გასული წლის არჩევნების წინ შეიქმნა. 2002 წლის არჩევნებში გამარჯვებით, კოალიციამ, სერბიაში დემოკრატიული სისტემის დამკვიდრებისა და მსოფლიო თანამეგობრობასთან დაახლოების მიმართულებით ისტორიული ნაბიჯი გადადგა." კვირას ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მიჩუნოვიჩი მმართველი კოალიციის კანდიდატი იყო. ელექტორატის დაბალი აქტიურობის გამო არჩევნები ბათილად გამოცხადდა, მაგრამ ყველაზე მეტი ხმა ულტრანაციონალისტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა მიიღო.
XS
SM
MD
LG