Accessibility links

logo-print

ლონდონში სახელმწიფო ვიზიტით ჩასულმა შეერთებული


ლონდონში სახელმწიფო ვიზიტით ჩასულმა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა,

ლონდონში სახელმწიფო ვიზიტით ჩასულმა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა,
რომ ზოგჯერ მხოლოდ ძალის გამოყენებითაა შესაძლებელი ქაოსისაგან დემოკრატიის დაცვა. ჯორჯ ბუშმა აღნიშნა ამასთანავე, რომ დიქტატორული რეჟიმები, ტერორიზმი და მასობრივი განადგურების იარაღის საფრთხე გლობალურ მუქარას უქმნის დღევანდელ მსოფლიოს. "დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებს აქვთ საერთო ფასეულობები, რომელთა დასაცავადაც ერთობლივად უხდებათ მსხვერპლის გაღება" - განაცხადა ჯორჯ ბუშმა. პრეზიდენტ ბუშის ვიზიტთან დაკავშირებით ლონდონში უშიშროების სრულიად უპრეცედენტო ზომებია მიღებული. ხუთშაბათს ბრიტანეთის დედაქალაქში, ერაყის ომთან დაკავშირებით, მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციებია მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG