გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მოიწონა დღეს "საგზაო რუკის" სახელით ცნობილი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა.
შესაბამისი რეზოლუციის პროექტი რუსეთმა წარუდგინა საბჭოს განსახილველად. ისრაელი გამოდიოდა იმის წინააღმდეგ, რომ უშიშროების საბჭოს ოფიციალურად მოეწონებინა "საგზაო რუკა". ეს გეგმა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ორსაფეხურიან მოგვარებას, და 2005 წლისათვის პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსებას ითვალისწინებს. რეზოლუცია კონფლიქტში მონაწილე მხარეებს ავალდებულებს, საერთაშორისო შუამავლების დახმარებით განუხრელად შეასრულონ "საგზაო რუკით" გათვალისწინებული ყველა პირობა.