Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობა გაეროს მოუწოდებს


პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობა გაეროს მოუწოდებს - სანქციები მიიღოს ისრაელის წინააღმდეგ,

პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობა გაეროს მოუწოდებს - სანქციები მიიღოს ისრაელის წინააღმდეგ,
რომელიც, პალესტინელთა აზრით, უარს ამბობს "საგზაო რუკის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმის შესრულებაზე. ისრაელმა განაცხადა, რომ არ თვლის თავს ვალდებულად - შეასრულოს, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია. ჩვენი ქვეყანა, სამშვიდობო გეგმის შესრულების თაობაზე მხოლოდ შეერთებული შტატების აზრს გაუწევს ანგარიშს,-განაცხადა ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა. რეზოლუციაში, რომელიც ერთხმად იქნა მიღებული უშიშროების საბჭოს სხდომაზე ოთხშაბათს, ნათქვამია, რომ პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო 2005 წლისათვის უნდა დაარსდეს და გამოთქმულია მოწოდება ისრაელისა და პალესტინელებისადმი - განუხრელად შეასრულონ სამშვიდობო გეგმით ნაკისრი ვადებულებები.
XS
SM
MD
LG