Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ ქირქუქში თვითმკვლელმა


ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ ქირქუქში თვითმკვლელმა ტერორისტმა,

ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ ქირქუქში თვითმკვლელმა ტერორისტმა,
პოლიტიკური პარტიის, ქურთისტანის პატრიოტული კავშირის წარმომადგენლობის წინ დანაღმული ავტომანქანა ააფეთქა, რის შედეგად სულ ცოტა 4 ადამიანი იქნა მოკლული, ხოლო ორმოცამდე დაიჭრა. ქურთისტანის პატრიოტული კავშირის ლიდერი ჯალალ თალაბანი, ერაყის მმართველ საბჭოს თავმჯდომარეობს. ქირქუქში მომხდარ აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, ცენტრალური ერაყის ქალაქ რამადიში იქნა განხორციელებული ტერორისტული აქტი. ჭურვი ქალაქის საბჭოს წევრის, პროამერიკული ორიენტაციის პოლიტიკოსის, ამერ ალი სულეიმანის სახლში აფეთქდა, რის შედეგად ბავშვი დაიღუპა. თავად სულეიმანი არ დაშავებულა.
XS
SM
MD
LG