Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკანასკნელი მონაცემებით, სტამბოლში მომხდარი რამდენიმე


უკანასკნელი მონაცემებით, სტამბოლში მომხდარი რამდენიმე ძლიერი აფეთქების შედეგად დღეს 27 ადამიანი იქნა მოკლული, ხოლო 450-ზე მეტი დაიჭრა.

უკანასკნელი მონაცემებით, სტამბოლში მომხდარი რამდენიმე ძლიერი აფეთქების შედეგად დღეს 27 ადამიანი იქნა მოკლული, ხოლო 450-ზე მეტი დაიჭრა.
აფეთქებები ბრიტანეთის საკონსულოს, ბანკისა და დიდი სავაჭრო ცენტრის მახლობლად მოხდა. საკონსულოს შენობა დაინგრა. აფეთქების შედეგად ბრიტანეთის საკონსულოს 15 თანამშრომელი, მათ შორის გენერალური კონსული როჯერ შორტი დაიღუპა. აფეთქებებმა მნიშვნელოვნად დააზიანა ქალაქის ცენტრალური ნაწილი. ხელისუფალთა მონაცემებით, ასაფეთქებელი მოწყობილობები ჩადებული იყო ავტომანქანებში, რომლებსაც თვითმკვლელი ტერორისტები მართავდნენ. თურქეთის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ამ ტერაქტებისთვის პასუხისმგებლობა "ალ-ყაიდამ" და ადგილობრივმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ აიღეს თავის თავზე.
XS
SM
MD
LG