Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთშაბათის ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის


ხუთშაბათის ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის მოადგილე ადამ ერელიმ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების გამო განაცხადა: [ერელის ხმა] "ჩვენ ძალიან გაგვიცრუვა

ხუთშაბათის ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის მოადგილე ადამ ერელიმ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების გამო განაცხადა: [ერელის ხმა] "ჩვენ ძალიან გაგვიცრუვა
იმედი ამ შედეგებმა და საქართველოს ხელისუფლებამ. შედეგები ზუსტად არ ასახავს საქართველოს მოსახლეობის ნებას, არამედ ეს არის აჭარასა და საქართველოს სხვა რეგიონებში არჩევნების მასობრივი გაყალბების ანარეკლი." ჟურნალისტის შეკითხვაზე გააკეთებს თუ არა შეერთებული შტატების მთავრობა უფრო მკაცრ შეფასებას საქართველოში მომხდარი დარღვევების გამო, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ყველაფერი მთავრობის განცხადებაში გამოჩნდება. პარასკევსვე საქართველოში შექმნილ ვითარებაზე პოზიცია გამოხატა ევროკომისიამაც. კერძოდ ევროკავშირის აღმასრულებელი უწყება საქართველოში სიმშვიდის შენარჩუნების მოწოდებით გამოვიდა. ევროკომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა აგრეთვე, რომ საქართველოში 2 ნოემბერს ჩატარებული არჩევნები გაყალბების მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა.
XS
SM
MD
LG