Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივან თედო


საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივან თედო ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ ქვეყანაში სრული კონსტიტუციური წესრიგი უნდა დამყარდეს და

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივან თედო ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ ქვეყანაში სრული კონსტიტუციური წესრიგი უნდა დამყარდეს და
ყველასთვის მისაღები პოლიტიკური კონსენსუსის მისაღწევად უნდა დაისაჯოს ის ხალხი, ვისმა გააზრებულმა, თუ გაუაზრებელმა ქმედებებმაც დღევანდელ ვითარებამდე მიიყვანა ქვეყანა. უშიშროების საბჭოს მდივანი ადასტურებს, რომ 2 ნოემბრის არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩატარდა და ემხრობა არჩევნების ხელმეორედ ჩატარების იდეას. თედო ჯაფარიძემ პარასკევს გამართულ ბრიფინგზე ასეთი რამაც განაცხადა: [ჯაფარიძის ხმა] "კატეგორიულად მიუღებლად მესახება ნებისმიერი ძალის მხრიდან პრეზიდენტის შანტაჟირების მცდელობა და მისი დაყენება ისეთი დილემის წინაშე, როდესაც რაიმე პოლიტიკურმა კომპორმისმა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს დაშლა მისი ერთ-ერთი ძირძველი კუთხის ჩამოშორების გზით".
XS
SM
MD
LG