Accessibility links

logo-print

საქართველოში ვითარების გამწვავების გამო რუსეთის


საქართველოში ვითარების გამწვავების გამო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ 2 ნოემბრის არჩევნები მართალია

საქართველოში ვითარების გამწვავების გამო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ 2 ნოემბრის არჩევნები მართალია
დარღვევებით ჩატარდა მაგრამ "დაშვებული შეცდომები კანონის ფარგლებში უნდა გამოსწორდეს. აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ქვეყანაში ვითარების კიდევ უფრო დაძაბვამ, პრეზიდენტისა და ხელისუფლების წინააღმდეგ ძალადობრივმა მოწოდებებმა შეიძლება ქვეყანა აფეთქებამდე მიიყვანოს. ჩვენი ღრმა რწმენით", - ნათქვამია განცხადებაში - "დღეს საქართველოს წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრა არ უნდა გასცდეს კანონის საზღვრებს. ამის ალტერნატივა ქაოსი და ქვეყნის სამოქალაქო ომის უფსკრულთან მიყვანაა".
XS
SM
MD
LG