Accessibility links

logo-print

ისრაელისა და პალესტინელთა ავტონომიის წარმომადგენლები


ისრაელისა და პალესტინელთა ავტონომიის წარმომადგენლები განაგრძობენ კონსულტაციებს იმ დოკუმენტების შესახებ,

ისრაელისა და პალესტინელთა ავტონომიის წარმომადგენლები განაგრძობენ კონსულტაციებს იმ დოკუმენტების შესახებ,
რომლებიც მოახლოებულ მოლაპარაკებებზე ისრაელისა და პალესტინელთა პრემიერ-მინისტრებმა: არიელ შარონმა და აჰმედ ქურეიმ უნდა განიხილონ. ხსენებულ დოკუმენტებს "საგზაო რუკის" სახელით ცნობილი საერთაშორისო სამშვიდობო გეგმა უდევს საფუძვლად. შარონისა და ქურეის შეხვედრის თარიღი არ დაუნიშნავთ. პალესტინელთა ხელმძღვანელობას ეჭვი ეპარება იმაში, რომ ისრაელი მომავალი წლის ზაფხულში ებრაულ დასახლებათა მნიშვნელოვანი ნაწილის დემონტაჟს აპირებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორში. ცნობა ამგვარი გეგმის შესახებ დღეს ისრაელის ტელევიზიის მეორე არხმა გამოაქვეყნა. დღეს, ღაზის სექტორში, ისრაელ სამხედროებთან მომხდარი შეტაკებისას 1 პალესტინელი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG