Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი დღეს საღამოს გადადგა.


საქართველოს პრეზიდენტი დღეს საღამოს გადადგა. ედუარდ შევარდნაძემ კრწანისის რეზიდენციის დატოვების დროს ჟურნალისტებს უთხრა, რომ სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, ის ამჯობინებს გადადგეს.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს საღამოს გადადგა. ედუარდ შევარდნაძემ კრწანისის რეზიდენციის დატოვების დროს ჟურნალისტებს უთხრა, რომ სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, ის ამჯობინებს გადადგეს.
მან ჟურნალისტებს შეკითხვაზე, თუ სად აპირებს წასვლას, უთხრა, შინო. მან კმაყოფილებით მოიხსენია ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა და მადლობა უთხრა მათ გულწრფელობისთვის. მიხეილ სააკავშილმა იქვე ჟურნალისტებს უთხრა, რომ მნივშნელოვანი ამოცანაა არის ყოფილი პრეზიდენტის და მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვა. მანვე მშვიდობისკენ მოუწოდა მოსახლეობას. ბლოკის "ბურჯანაძე დემოკრატები" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, რომელიც კონსტიტუციის ძალით პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს ახლა დროებით, თქვა, რომ ის ბედნიერია, რომ ხალხმა თავისი ღირსების დაცვა შესძლო.

XS
SM
MD
LG