Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტნელთა ავტონომიის ლიდერის იასირ არაფათის


პალესტნელთა ავტონომიის ლიდერის იასირ არაფათის მეთაურობით პალესტინის სახელმწიფო უშიშროების უზენაესმა საბჭომ დღეს გამოაცხადა,

პალესტნელთა ავტონომიის ლიდერის იასირ არაფათის მეთაურობით პალესტინის სახელმწიფო უშიშროების უზენაესმა საბჭომ დღეს გამოაცხადა,
რომ უშიშროების ძალებს დაავალა უზრუნველყონ კანონი და წესრიგი. საბჭოს განაცახადბაში ნათქვამია, რომ ავტონომია ცდილობს ზომა მიიღოს ამ მხრივ, რათა შერსულდეს სამშვიდობო, საგზაო რუკად წოდებული გეგმის პირობები. ისრაელის მას მედიაში გავრცელებული ცნობის თანახმად, ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი პალესტინელთა ავტონომიასთან საზღვრის დემარკაციის შესაძლებლობას იხილავს იმ შემთხვევისთვის, თუ სამშვიდობო მოლაპარაკება პალესტინელებთან ჩაიშლება. ვარაუდობენ, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე საზღვარი გაივლის იმ გამყოფ კედელზე, რომელსაც ისრაელი აშენებს პალესტინელ ექსტრმისტთა მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმებისაგან დასაცავად. ასეთ შემთხვევაში მოხდება პალესტინელთა მთელი რიგი ტერიტორიების ანექსია. თუ ხსენებული გეგმა განხორციელდა, ისრაელს საზღვრის მეორე მხარეზე მდებარე ებრაულ დასახლებათა დემონტაჟი მოუხდება.

XS
SM
MD
LG