Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შესაძლებელია თუ არა ძველი პარლამენტის მუშაობის განახლება


აქამდე ორი პარლამენტის - ძველი და ახალი საკანონმდებლო ორგანოს - შეკრების საკითხი აქტუალობას მოკლებული არ იყო. ახლა, როდესაც ედუარდ შევარდნაძემ გადადგომა გამოაცხადა,

2 ნოემბერს არჩეული პარლამენტის ფორმირება პერსპექტივას მოკლებულად გამოიყურება, თუმცა არც ძველი პარლამენტის სესიის მოწვევა იქნება იოლი საქმე.

22 ნოემბერს, საკანონმდებლო ორგანოს დაკავების შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტის სხდომის აღდგენას შეეცადა, რათა საკუთარი ქმედებებისთვის კანონიერი საფუძველი შეექმნა. ამ მცდელობიდან მხოლოდ ის გამოვიდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ საკუთარი თავი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა. ახლა კი, როდესაც შევარდნაძის გადადგომის შემდეგ ბურჯანაძე, მართლაც, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია, მას ხელისუფლების ეფექტურად განსახორციელებლად საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირება ესაჭიროება.

მისი მუშაობის განახლებას 2 ნოემბერს არჩეული პარლამენტის ფაქტორიც უშლის ხელს. მართალია, მისი უფლებამოსილება ცნობილი არაა, მაგრამ თავად არჩევნების შედეგები რაიმენაირ რეაგირებას საჭიროებს. მე ამ იურიდიული კაზუსის განმარტება პარლამენტის წინ მდგარ ახალგაზრდა იურისტთა წარმომადგენელს თინათინ ხიდაშელს ვთხოვე.

[თინათინ ხიდაშელის ხმა]

მე დღეს რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერს ვკითხე, მიიღებენ თუ არა მათი პარტიები მონაწილეობას ძველი პარლამენტის მუშაობაში. თავდაპირველად გთავაზობთ ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერის, ფიქრია ჩიხრაძის, კომენტარს:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა]

ახლებთან ერთად, არანაკლები მნიშვნელობა აქვს გოგი თოფაძის "მრეწველთა" ხმებსაც. მე მრეწველთა ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძისგანაც ავიღე ინტერვიუ:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] "თუ გადაწყდება, რომ ძველმა პარლამენტმა უნდა იფუნქციონიროს და ეს იქნება კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში, რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას."

დაახლოებით ანალოგიური პოზიცია აქვს შევარდნაძის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული საპარლამენტო ფრაქციის, "თანადგომის", წარმომადგენელს არმაზ ახვლედიანს:

[არმაზ ახვლედიანის ხმა]

მე შევარდნაძის მომხრე სხვა პარლამენტარებთან დაკავშირებაც ვცადე, მაგრამ ნაწილს ტელეფონი ჰქონდა გამორთული, ნაწილი ზარებს არ პასუხობდა, ნაწილი კი მოუცლელობას იმიზეზებდა. ვახტანგ რჩეულიშვილის სოციალისტური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი ჩემთან ინტერვიუში, აი, ასეთი განცხადება გააკეთა:

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა]

და მაინც, მოხერხდება თუ არა ძველი პარლამენტის სესიის მოწვევა და რა იურიდიული ბაზის საფუძველზე, ეს უახლოეს მომავალში გახდება უფრო ნათელი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG