Accessibility links

logo-print

ხვალ, 16.00 საათზე, გაიმართება 1999-2003


ხვალ, 16.00 საათზე, გაიმართება 1999-2003 წლის მოწვევის პარლამენტის სხდომა.

ხვალ, 16.00 საათზე, გაიმართება 1999-2003 წლის მოწვევის პარლამენტის სხდომა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიგი წერეთლის ცნობით, მიმდინარეობს კონსულტაციები ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, რათა სხდომაზე შეიკრიბოს მისი მუშაობისთვის აუცილებელი 118 დეპუტატი. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის გადადგომიდან 48 საათის მანძილზე პარლამენტი უნდა შეიკრიბოს და 72 საათის განმავლობაში მიიღოს გადაწყვეტილება ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ. ქვეყნის მთავარი კანონის მიხედვით, ახალი არჩევნები პრეზიდენტის გადადგომიდან 45 დღეში უნდა გაიმართოს. საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტის სხდომა ნორმალურ ვითარებაში ჩატარდება და დეპუტატები შეძლებენ, დაიწყონ მუშაობა საპრეზიდენტო არჩევნების მოსამზადებლად.
XS
SM
MD
LG