Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემოკრატიული აღორძინების კავშირი ბოიკოტს უცხადებს


დემოკრატიული აღორძინების კავშირი ბოიკოტს უცხადებს ვადამდელ საპრეზიდენტო და ხელმეორე საპარლამენტო არჩევნებს,

დემოკრატიული აღორძინების კავშირი ბოიკოტს უცხადებს ვადამდელ საპრეზიდენტო და ხელმეორე საპარლამენტო არჩევნებს,
რომელიც, კონსტიტუციის შესაბამისად, 45 დღის მანძილზე უნდა გაიმართოს. პრაიმ-ნიუსის სააგენტოს თანახმად, აღორძინების კავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა ცოტნე ბაკურიამ განაცხადა, რომ აჭარა და აღორძინება "ყოველგვარ კავშირს წყვეტენ ცენტრთან, ვიდრე ქვეყანაში კანონიერება არ აღდგება." ბაკურიას თქმით, ნინო ბურჯანაძე უკანონოდ იკავებს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტს. მანვე დასძინა, რომ ბლოკ "აღორძინების" დეპუტაცია არ აპირებს 1999 წლის მოწვევის პარლამენტის ხვალისთვის დანიშნულ სხდომაზე მისვლას.
XS
SM
MD
LG