Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო


საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე დღეს შეხვდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ბრუს ჯორჯს.

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე დღეს შეხვდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ბრუს ჯორჯს.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯორჯმა "ისტორიულ მოვლენად" შეაფასა 23 ნოემბერს საქართველოში მომხდარი ფაქტი, როცა ედუარდ შევარდნაძე პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საქართველოში უახლოეს მომავალში გაიმართება, სამართლიანი იქნება. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში 1999 წელს საპარლამენტო არჩევნები "ცუდად ჩატარდა", მაგრამ მიმდინარე წლის 2 ნოემბრის არჩევნები "მასზე უარესი იყო".
XS
SM
MD
LG