Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საერთაშორისო


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საერთაშორისო თანამეგობრობა მზად არიან, მხარი დაუჭირონ საქართველოს ახალ მთავრობას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საერთაშორისო თანამეგობრობა მზად არიან, მხარი დაუჭირონ საქართველოს ახალ მთავრობას
კონსტიტუციით გათვალისწინებული ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაში. "აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ითანამშრომლებს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნინო ბურჯანაძესთან, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს საქართველოს დემოკრატიის ურღვევობა და უზრუნველყოს ხელისუფლების ცვლილება კონსტიტუციის დაცვით" - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი ტელეფონით უკვე ესაუბრა ნინო ბურჯანაძეს, შეერთებული შტატების მხარდაჭერა შესთავაზა და მოუწოდა მასა და მის კოლეგებს, გააგრძელონ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ქმედება. "აშშ-ს ესმის, რაოდენ რთული იყო პრეზიდენტ შევარდნაძისთვის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მან ეს ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად გააკეთა" - ნათქვამია განცხადებაში. კოლინ პაუელი ედუარდ შევარდნაძესაც ესაუბრა და მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს იმ როლისთვის, რომელიც მან საქართველოში შექმნილი კრიზისის მშვიდობიან მოგვარებაში შეასრულა.
XS
SM
MD
LG