Accessibility links

logo-print

გერმანიის მთავრობა მიესალმება საქართველოს შიდაპოლიტიკური


გერმანიის მთავრობა მიესალმება საქართველოს შიდაპოლიტიკური კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას.

გერმანიის მთავრობა მიესალმება საქართველოს შიდაპოლიტიკური კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის იოშკა ფიშერის განცხადებით, პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომამ საქართველოში ახალი დასაწყისის წინაპირობები შექმნა. "ამ მართებული და პასუხისმგებლობით აღსავსე ნაბიჯით სახელმწიფოს მეთაურმა დაიცვა ქვეყანა შემდგომი განხეთქილების, ძალადობისა და სისხლისღვრისგან და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის სტაბილურობის საქმეშიო" - განაცხადა ფიშერმა. მისივე თქმით, გერმანიის მთავრობა მზად არის ყოველმხრივ დაეხმაროს საქართველოს და განაგრძოს კეთილი ურთიერთობა საქართველოს მომავალ ხელმძღვანელობასთან.
XS
SM
MD
LG