Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოახერხებს თუ არა საქართველოს პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბას


საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ საქართველოს პარლამენტი 48 საათის განმავლობაში უნდა შეიკრიბოს და

გადადგომიდან 72 საათის მანძილზე ახალი საპრეზიდენტო აჩევნები დანიშნოს. საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის დაწყების აუცილებლობას ისიც გარემოებაც ქმნის რომ საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად ახალი საარჩევნო კოდექსის მიღება და ახლი საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებაა საჭირო. სავარაუდოდ საკანონმდებლო ორგანოს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებაც მოუწევს მსჯელობა.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად საქართველოს პარლამენტის სხდომა 25ი ნოემბერის 16 საათისათვის დაინიშნა. ლაპარაკია 1999 წლის მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს სესიაზე და არა 2 ნოემბერს არჩეული პარლამენტის სხდომის გახსნაზე. ამ უკანასკნელის ლეგიტიმურობის ხარისხი საზოგადოებასთან ერთად უცხოელ დიპლომატებშიც დიდ ეჭვს იწვევს.

24 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრის შემდეგ ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ბრიუს ჯორჯმა განაცხადა, რომ 2 ნოემბერს ცატარებული არჩევნების ლეგიტიმურობა სათუოა, რადგან თავად კენჭისყრის პროცესი დიდი დარღვევებით წარიმართაო.

ამასთან ერთად 2 ნოემბერს არჩეული ორგანო საკანონმდებლო ლეგიტიმაციასაც მოკლებულია. პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ლევან ბეჟაშვილის კომენტარი

[ლევან ბეჟაშვილის ხმა] "საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახლად არცეული პარლამენტი ვერ შეიკრიბა და არ იქნა ამ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება ცნობილი."

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის თინათინ ხიდაშელის აზრით თუ ეს ასეა კანონმდებლობა საპარლამენტო ორგანოსაგან არამარტო საპრეზიდენტო, არამედ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასაც მოითხოვს.
[თინათინ ხიდაშელის ხმა] "31"

თუმცა ამ ყველაფერში ლეგიტიმურობასა და კანონიერებაზე მეტად ყველაზე დიდ ეჭვს თავად პარლამენტართა შეკრების საკითხი ბადებს. ცნობილია, რომ 1999 წლის მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს წევრები განსაკუთრებული უდისციპლინობით გამოირჩეოდნენ. ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე 235 დეპუტატიდან 118-იც კი არ მიდიოდა პარლამენტში რის გამოც სხდომის გასახსნელად საჭირო ქვორუმი თვეების მანძილზე ვერ იკრიბებოდა. ახლა პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიგი წერეთელი იმედოვნებს, რომ დეპუტატები უფრო მონდომებულები იქნებიან.

[გიგი წერეთელის ხმა] "ჩვენ გვაქვს კონსულტაციები თითქმის ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, ოფიციალურად ყველა გაფრთხილებული იქნება და გარდა ამისა გვაქვს საუბარი... ადამიანები მოდიან. ბევრი მათგანი მე ვფიქრობ რეალურად და კარგად ხედავს არსებულ ვითარებას და დარწმუნებული ვარ შესაბამისად მოიქცევა კიდეც."

საპარლამენტო სხდომაში მონაწილეობისათვის მზადყოფნა გამოთქვეს აჭარის აღორძინების კავშირის ყოფილმა თუ ამჟამინდელმა წევრებმაც კი. ამის შესახებ ასლან აბაშიძის ძველმა თანამებრძოლმა სანდრო ბრეგაძემ განუცხადა ჟურნალისტებს. პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას აპირებენ ყოფილი სახელისუფლებო ბლოკის წარმოამდგენელთა ნაწილიც კი, რაც საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის განახლების ვარაუდის გამოთქმის საფუძველს იძლევა.
XS
SM
MD
LG