Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს კიევში გაიმართა დამოუკიდებელ


დღეს კიევში გაიმართა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს რიგგარეშე

დღეს კიევში გაიმართა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს რიგგარეშე
შეხვედრა, რომელზეც განიხილეს საქართველოში პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ შექმნილ მდგომარეობა. შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მერაბ ანთაძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იგორ ივანოვის მოხსენებები. ივანოვი გამრიგებელი იყო თბილისში ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის ამ უკანასნკელის გადაგომის წინ. ივანოვმა თქვა, რომ უცხო სახელმწიფოები საქართველოს საქმეებში ერეოდნენ: ამის შესხებ კი ყოფილ პრეზიდენტს უთქვამს: [ივანოვის ხმა]
"ამ შემთხვევაში საქართველოში, როგორც გუშინ გადამდგარმა ედუარდ შევარდნაძემ თქვა, ადგილი ჰქონდა ცალკეული ქვეყნების და ცალკეული სახელმწიფოების საქართველოს შინაგან საქმეებში ჩარევის მცდელობას. და ეს არ არის გამონაკლისი".
რუსეთის დიპლომატების ხელმძღვანელმა თქვა, რომ რუსეთის აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
XS
SM
MD
LG