Accessibility links

ათასობით მოლდაველი ზედიზედ მესამე დღე


ათასობით მოლდაველი ზედიზედ მესამე დღე მონაწილეობდა დამონსტრაციაში, რომელიც მიმართულია რუსეთის მიერ შეთავაზებული გეგმის წინააღმდეგ,

ათასობით მოლდაველი ზედიზედ მესამე დღე მონაწილეობდა დამონსტრაციაში, რომელიც მიმართულია რუსეთის მიერ შეთავაზებული გეგმის წინააღმდეგ,
მოლდავეთი გახდეს ერთგვარი დემილიტარიზებული ფედერაცია. დემონსტრაციის მონაწილეები მოლდავეთის მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. საპროტესტო გამოსვლები განახლდა მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ (მათ კომუნისტები შეადგენენ) ხუთშაბათს უარი თქვა დებატების პირდაპირ ეთერში ჩვენებაზე. ამის გამო ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა დარბაზი დატოვეს. მოლდავეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ ვორონინმა სამშაბათს მოულოდნელად უარი თქვა მოსკოვის გეგმის ხელმოწერაზე. მისი განმარტებით, იმის გამო, რომ გეგმა ითვალისწინებს სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის საერთაშორისო აღიარებას და რეგიონში რუსეთის ჯარების კიდევ 30 წლით დარჩენას.
XS
SM
MD
LG