Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ჩეჩნეთში მომხდარი შეტაკებისას ჩეჩენმა


სამხრეთ ჩეჩნეთში მომხდარი შეტაკებისას ჩეჩენმა მეამბოხეებმა უკან დახევა აიძულეს რუსეთის გასამხედროებულ შენაერთებს.

სამხრეთ ჩეჩნეთში მომხდარი შეტაკებისას ჩეჩენმა მეამბოხეებმა უკან დახევა აიძულეს რუსეთის გასამხედროებულ შენაერთებს.
ჩეჩნეთის პრომოსკოვური ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით (მან ვინაობის საჯაროდ გამხელა არ მოისურვა), შეტაკება გუშინ საღამო ხანს მოხდა და დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა. 3 პოლიციელი დაიღუპა და 16 დაიჭრა, ვიდრე შენაერთი უკან დაიხევდა დარგოში, ვედენოს რაიონში. მემაბოხეების მხარეზე ერთი მებრძოლი დაიღუპა. ამავე წყაროს ცნობით, გასული დღე-ღამის მანძილზე დანარჩენმა შეტაკებებმა 7 რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. დაიჭრა 16 კაცი.
XS
SM
MD
LG