Accessibility links

logo-print

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ აჭარის ლიდერ ასლან აბაშიძესთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ აჭარის ლიდერ ასლან აბაშიძესთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.
ჟვანიამ ხუთშაბათს პარლამენტის სხდომაზე აღნიშნა, ის მზად არის, გაემგზავროს აჭარაში მოსკოვიდან აბაშიძის დაბრუნების შემდეგ და მას მოელაპარაკოს სახელმწიფოებრივ პროცესებში აჭარის მონაწილეობის საკითხზე ბათუმის ინტერესების გათვალისწინებით. მოსკოვიდან კი იუწყებიან, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი პარასკევს შეხვდება აჭარის, აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთი ლიდერებს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე მოსალაპარაკებლად. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო "იტარ-ტასი" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივან ალექსანდერ იაკოვენკოს განცხადებაზე დაყრდნობით.
XS
SM
MD
LG