Accessibility links

logo-print

დიდი ბრიტანეთის პოლიციაში მიმდინარეობს დაკითხვა


დიდი ბრიტანეთის პოლიციაში მიმდინარეობს დაკითხვა 24-წლის ბრიტანელი მოქალაქისა,

დიდი ბრიტანეთის პოლიციაში მიმდინარეობს დაკითხვა 24-წლის ბრიტანელი მოქალაქისა,
რომელიც ერთ-ერთი აზიური ქვეყნიდანაა წარმოშობით, და დასავლეთი ინგლისის ქალაქ გლოსტერში დააკავეს გუშინ ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი. დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა დევიდ ბლანკეტმა დღეს განაცხადა, რომ დაკავებულს ახლო კონტაქტები ჰქონდა "ალ-ყაიდასთან" და "რეალურ საფრთხეს უქმნიდა" ქვეყნის უშიშროებას. მეორე ოპერაციის დროს ბრიტანეთის პოლიციამ გუშინ, ქალაქ მანჩესტერში, ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი ადამიანი დააკავა. ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა ამას წინათ გაავრცელეს ცნობა იმის შესახებ, რომ "ალ-ყაიდა" დიდ ბრიტანეთში ტერორისტული აქტების განსახორციელებლად ემზადება.
XS
SM
MD
LG