Accessibility links

logo-print

მსოფლიოს 92-მა სახელმწიფომ გამოთქვა სურვილი


მსოფლიოს 92-მა სახელმწიფომ გამოთქვა სურვილი -

მსოფლიოს 92-მა სახელმწიფომ გამოთქვა სურვილი -
შეუერთდეს ხელშეკრულებას შეიარაღებული კონფლიქტებიდან შემორჩენილ ასაფეთქებელ ნივთიერებათა უვნებელყოფის შესახებ. იმ ქვეყნების მთავრობები, რომლებიც ხსენებულ ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს, იღებენ ვალდებულებას აღმოაჩინონ და გაანადგურონ ის ასაფეთქებელი ნივთიერებები, რომლებიც მათს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზეა შემორჩენილი. ხელშეკრულება უნდა იქნეს რატიფიცირებული 92-ვე ქვეყნის მიერ, რომელთა შორის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებიც არიან. ამერიკის ხელისუფალთა მონაცემებით, მარტო ერაყში 650 ათასიდან 1 მილიონ ტონამდე საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებაა შემორჩენილი.
XS
SM
MD
LG