Accessibility links

logo-print

თურქეთის პოლიციამ დააპატიმრა მამაკაცი, რომელიც


თურქეთის პოლიციამ დააპატიმრა მამაკაცი, რომელიც სტამბოლის სინაგოგა ბეთ ისრაელთან 12 ნოემბერს მომხდარი აფეთქების მოწყობაშია ეჭვმიტანილი.

თურქეთის პოლიციამ დააპატიმრა მამაკაცი, რომელიც სტამბოლის სინაგოგა ბეთ ისრაელთან 12 ნოემბერს მომხდარი აფეთქების მოწყობაშია ეჭვმიტანილი.
როგორც პოლიციის წარმომადგენელმა ჰალილ ილმაზმა განაცხადა, ეჭვმიტანილი სწორედ იმ დროს დააკავეს, როცა თურქეთის დატოვება სცადა [ჰალილ ილმაზის ხმა]: "ჩვენ დავადგინეთ სტამბოლში ჩამოყვანილი ადამიანის ვინაობა. ცნობილია, რომ იგი ინფორმაციას აგროვებდა და ტერორისტული ოპერაციის დღეს სინაგოგის რაიონი მოინახულა. სამძებრო ექსპერიმენტის ჩასატარებლად ეჭვმიტანილი დღეს დანაშაულის ადგილზე მიიყვანეს". ილმაზს არ დაუსახალებია დაპატიმრებულის გვარი. მიმდინარე თვეს, სტამბოლში მომხდარმა 4-მა ტერორისტულმა აქტმა 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG