Accessibility links

logo-print

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ, დღეს


რუსეთის უზენაესმა სასამართლომ, დღეს,

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ, დღეს,
სახელმწიფო დუმის დეპუტატობის კანდიდატად, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის და კურსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, ალექსანდრ რუცკოის რეგისტრაცია გააუქმა. სასამართლოს მიაჩნია, რომ რუცკოიმ, კურსკის ოლქის საარჩევნო კომისიას ყალბი ინფორმაცია მიაწოდა თავისი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ. რუცკოის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ შუამავლობა, კურსკის ოლქის პროკურატურამ, აგრეთვე რუცკოის მთავარმა მეტოქემ, რუსეთის კომპარტიის კურსკის განყოფილების პირველმა მდივანმა ნიკოლაი ივანოვმა აღძრეს. რუცკოიმ განაცხადა, რომ გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელსაც, მისი აზრით, პოლიტიკური სარჩული უდევს.
XS
SM
MD
LG